четверг, 24 декабря 2020 г.

ჟანგბადი

 ჟანგბადი არის პეროიდულ ცხრილში ჰალკოგენიდების ჯგუფის წევრი. ჟანგბადთან ერთად ამ ჯგუფის წევრები არიან: გოგირდი , სელენი, ტელური და პოლონიუმი. მისი რიგითი ნომერია 8 და გამოისახება სიმბოლოთი O (ლათ. Oxygenium) . ჟანგბადი ქიმიურად აქტიური არამეტალია და წარმოადგენს ყველაზე მსუბუქ ელემენტს ჰალკოგენიდების ჯგუფში.

მარტივი ნივთიერება ჟანგბადი, ნორმალურ პირობებში უფერო, უგემო და უსუნო გაზია, რომლის მოლეკულაც შედგება ჟანგბადის ორი ატომისაგან (ფორმულა O2). თხევადი ჟანგბადი არის ღია ცისფერი შეფერილობის, ხოლო გამყარებული ჟანგბადი წარმოადგენს ღია ლურჯი ფერის კრისტალებს. სამყაროში მასის მიხედვით ყველაზე გავრცელებული ელემენტია წყალბადისა და ჰელიუმის შემდეგ, ხოლო დედამიწის ქერქში ყველაზე გავრცელებულია მასის მიხედვით. იგი ჰაერის მოცულობის 20.9% შეადგენს.

ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც ძირითადად შედგებიან პროტეინების, ნახშირწყლების და ცხიმებისაგან, შეიცავენ ჟანგბადს. ჟანგბადი შედის ცხოველების ქსოვილების, კბილების, ძვლების შემადგენლობაში. ჟანგბადი ადამიანის ორგანიზმში ~ 65%-ია.

ჟანგბადი O2-ის ფორმით გამოიყოფა წყლისაგან ციანობაქტერიების საშუალებით, ზღვის წყლისა და მცენარეებისაგან ფოტოსინთეზის დროს. ყოველი ცოცხალი ორგანიზმი ჟანგბადს იყენებს სუნთქვისათვის. ჟანგბადი ტოქსიკურია ანაერობული ორგანიზმებისათვის (ორგანიზმებისათვვის, რომლებიც ცხოვრობენ თავისუფალი ჟანგბადის გარეშე), რომლებიც დომინირებდნენ დედამიწაზე ადრეულ ცხოვრებაში, სანამ O2 დაიწყებდა დაგროვებას.

ჟანგბადის ალოტროპი – ოზონი, ნორმალურ პირობებში ცისფერი ფერის გაზია სპეციფიკური სუნით, რომლის მოლეკულაც შედგება ჟანგბადის სამი ატომისაგან (ფორმულა O3). ოზონის ფენა იცავს ბიოსფეროს ულტრაიისფერი რადიაციისაგან . ძალიან მაღალ სიმაღლეზე ჟანგბადი მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ატომური სახით და იგი იწვევს საფრენი საშუალებების ეროზიას.

ჟანგბადი პირველად სუფთა სახით მიიღო კარლ ვილჰელმ შეელემ (1773 წ) და მისგან დამოუკიდებლად ინგლისელმა ქიმიკოსმა ჯოზეფ პრისტლიმ (1774 წ).

ჟანგბადის თვისებებს სწავლობდა ა. ლავუაზიე, რომელმაც დაადგინა, რომ იგი ჰაერის შემადგენელი ნაწილია, შედის მჟავებისა და სხვა მრავალი ნივთიერების შემადგენლობაში. მან ჟანგბადს ”მჟავას წარმომქმნელი” უწოდა. ჟანგბადი მიიღება თხევადი ჰაერის ფრაქციული გამოხდით, ასევე ღებულობენ წყლის ელექტროლიზით და სხვა. ჟანგბადს იყენებენ ფოლადის, პლასტმასების, ქსოვილების წარმოებაში, ასევე ჟანგბადო-თერაპიაში.

 

Комментариев нет:

Отправить комментарий