თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი
თბილის-ქალაქის ისტორია იწყება გოგირდოვანი წყლებით, საუკუნეების განმავლობაში ხალხი იყენებდა მას აბანოების სახით. 30-იან წლებში ფიზიოთერაპევტის და კურორტოლოგის მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით შეიქმნა უნიკალური პროექტი, რომლის მიხედვითაც საკურორტო ტერიტორია კრწანისის სამთავრობო რეზიდენციამდე 3-4 კმ. უნდა ყოფილიყო გაშლილი, 1938 წ. ექსპლოატაციაში შევიდა თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. აქ მოღვაწე ექიმები წარმოადგენდა სამედიცინო პროფესურის ელიტას.
თანამედროვე კლასიკური მედიკამენტოზური მეთოდების გარდა, აქტიურად გამოიყენება ბუნებრივი რესურსები – სამედიცინო ტალახი, თერმული გოგირდოვანი წყლები – სრული პაკეტით. ამავე დროს სამედიცინო – სამკურნალო მასაჟი, ფიზიოთერაპია, ჰორიზონტალური დაჭიმვები და ა.შ. ფუნქციონირებს წყლის აუზი ინვალიდების რეაბილიტაციისათვის. ჩვენებები – ნებისმიერი დაავადება ქრონიკულად მიმდინარე, მწვავე შემთხვევების და ონკოდაავადებების გარდა.
აქტიურად და კარგი შედეგით ვმკურნალობთ ფსორიაზს, ეგზემას, ნეიროდერმიტებს, პერიფერიულ ნერვული სისტემის დაავადებებს და სხვადასხვა ძვალ-სახსროვან დაავადებებს (ოსტეოქონდროზი, რადიკულონეიროპათიები და ა.შ.)
ვმკურნალობთ ძვალ–სახსროვან, საჭმლის მომნელებელ, ცენტრალური ნერვული სისტემის, გინელოლოგიური, უროლოგიურ, პერიფერიული ნერვული სისტემის, ნივთიერენათა ცვლის, გულსისხლძარღვთა, ყელ–ყურ–ცხვირის, კანის დაავადებებს.
ამჟამად ცენტრი გთავაზობთ უნიკალურ ბუნებრივ გამაჯანსაღებელ ფაქტორებს:
მინერალური გოგირდოვანი წყლის აბაზანებს;
ვულკანური წარმოშობის საკურნალო ტალახის აპლიკაციებს;
ფიზიოთერაპიას;
სამკურნალო, გამაჯანსაღებელ სხვადასხვა სახის მასაჟს: კლასიკური, მანუალური, ტაილანდური, ანტიცელულიტური;
ნევროლოგიური რეაბილიტაცია ბავშვთა და მოზარდთათვის.
ცენტრში მიმდინარეობს მკურნალობა და რეაბილიტაცია კარდიოლოგიური, პერიფერიული ნევროლოგიური, უროლოგიური, ენდოკრინოლოგიური, დერმატოლოგიური, პედიატრიული, გინეკოლოგიური, ძვალ სახსროვანი სისტემის დაავადებების.
თანამედროვე აპარატურით შეგიძლიათ ჩაიტაროთ ბიოქიმიური, კლინიკურ ლაბორატორიული, რენდგენოლოგიური და ექოსკოპიური გამოკვლევები. ეროვნული ცენტრი წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილი სასწავლო ბაზას. ასევე ფუნქციონირებს სამასაჟო სკოლა.
ცენტრში დანერგილია თანამედროვე მკურნალობის მეთოდი – ჟანგბადის კოკტეილით, ნაწლავების ღრმა გამორეცხვა-ჰიდროკოლონოთერაპია.
მხოლოდ ჩვენთან შეგიძლიათ ისარგებლოდ ბუნებრივი გოგირდოვანი მინერალური წყლის, მარგალიტის, ტალახის აბაზანებით და ტალახის აპლიკაციებით, გაიკეთოთ წყალქვეშა მასაჟი, მიიღოთ შარკოს, ცირკულარული და აღმავალი შხაპი, გაიკეთოთ ჰიდროკოლონოთერაპია (ნაწლავების ღრმა გამორეცხვა), ჟანგბადის კოქტეილი, ჩაიტაროთ ფიზიოთერაპიული პროცედურები, ასევე გთავაზობთ სხვადასახვა სახის მასაჟს: მანუალური, პლანტარული, ტაილანდური, ანტიცელულიტური თაფლით, ყავით შოკოლადით.
Комментариев нет:
Отправить комментарий