სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზი - ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება დაზიანებული ქსოვილებში ანთების სპეციფიკური კერების წარმოქმნითა და ორგანიზმის გამოხატული ინტოქსიკაციით.
 ტუბერკულოზი
სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზი - ეტიოლოგია. გამომწვევია ტუბერკულოზისმიკობაქტერია, უმთავრესად ადამიანის ტიპის. დასნებოვნების ძირითადი წყაროა დაავადებული ადამიანები ან შინაური ცხოველები. დასნებოვნება ხდება ჩვეულებრივ ავადმყოფის მიერ გამოყოფილი ნახველის უმცირესი წვეთების ჩასუნთქვისას აეროგენული გზით ჰაერთან ერთად, რომელიც შეიცავს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს. გარდა ამისა, შესაძლებელია ინფექციის ორგანიზმში შეღწევა დაავადებული ცხოველის და ფრინველის რძის, ხორცის, კვერცხის გამოყენებით. ასეთ შემთხვევებში ფილტვებში მიკრობები აღწევენ ან ხახის ნუშურებიდან, ან ნაწლავიდან ლიმფური და სისხლმიმოქცევის გზით. Read the rest of this entry »