воскресенье, 27 января 2013 г.

სამედიცინო ტექნიკისა და სტომატოლოგიური მასალების მენეჯერი, ვაკანსია


სამედიცინო ტექნიკისა და სტომატოლოგიური მასალების მენეჯერი, ვაკანსია

სამედიცინო ტექნიკისა და სტომატოლოგიური მასალების ფირმისათვის გვესაჭიროება მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:
·         მწარმოებლებთან კონტრაქტების დაგეგმვა და მართვა
·         სადისტრიბუციო ქსელის დაგეგმვა და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/ცოდნა:
  • კარგად უნდა იცნობდეს ამ სფეროს
  • ქონდეს ამ სფეროში რეალურად მუსაობის გამოცდილება
საქმიანი თვისებები:
  • შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელობა.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზეgeonostalgia@gmail.com  . თხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « «სამედიცინო ტექნიკა»

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
  • წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
  • სკაიპით გასაუბრება . ( სასურველია გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი )
  • სამუშაოს შესახებ თქვენი ხედვებისა და გეგმების გაცნობა
  • გამოსაცდელი ანაზღაურებადი კონტრაქტი
ანაზღაურება: შეთანხმებით .


უცხოეთში მიმოწერის მენეჯერი


უცხოეთში მიმოწერის მენეჯერი ESM , CSB სტუდენტები, ვაკანსია


ფირმა  აცხადებს ვაკანსიას უცხოეთში მიმოწერის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
·         ინტერნეტში საძიებო სამუშაოების ჩატარება პარტნიორების ძიების მიზნით
·         წერილების მომზადება–დაგზავნა (რუსული, ინგლისური)
·         პასუხების ანალიზი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/ცოდნა:
  • აუცილებელია ინტერნეტის ცოდნა
  • ინგლისური და სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • ჩვენთვის მისაღებია კავკასიის ბიზნეს–სკოლის ან თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები,  რომლებიც თანდათან გაიზრდებიან
საქმიანი თვისებები:
  • შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზეgeonostalgia@gmail.com  . თხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « « უცხოეთში მიმოწერა»

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
  • წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
  • სკაიპით გასაუბრება . (აუცილებელია გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი)
  • სამუშაოს შესახებ თქვენი ხედვებისა და გეგმების გაცნობა
  • გამოსაცდელი ანაზღაურებადი კონტრაქტი
ანაზღაურება: შეთანხმებით .

მედიკოსი მენეჯერი , ვაკანსია


მედიკოსი მენეჯერი , ვაკანსია

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ინტერნეტ–ქსელის www.medgeo.net  მენეჯერის პოზიციაზე. ქსელი , გარდა დასახელებული საიტისა მოიცავს 1000–მდე  ბლოგს, სოც–გვერდსა და გუგლ-გვერდს. მჭიდროდაა ინტეგრირებული უცხოურ სისტემებთან

ძირითადი მოვალეობები:
·         ქსელის  ბიზნეს პროცესების ორგანიზება და მართვა:
 ტრაფიკის ანალიზი და მასალების მომზადების  კოორდინირება;
– 
ონლაინ სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მართვა;
– 
ანალიზი, მიმოწერები პოტენციურ შემკვეთებთან , მოზიდვა და მათი შეკვეთების შესრულების  
   
მართვა
   
დაინტერესებული პირმა შეიძლება თავიდან შეასრულოს მოვალეობათა მხოლოდ
   
ნაწილი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება/ცოდნა:
  • აუცილებელია ინტერნეტ სისტემები  სპეციფიკისა და შესაბამისი ბიზნეს პროცესების ცოდნა;
  • კარგად უნდა იცნობდეს ფარმაცევტულ და საერთოდ,  სამედიცინო სამყაროს;
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა
საქმიანი თვისებები:
  • შედეგზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • კომუნიკაბელობა.
  • გამოცდილება ამ სფეროში , სამედიცინო წარმომადგენლად ან სამედიცინო ორგანიზაციების პიარ–მენეჯერად.
ანგარიშის გაწევა :
  • ინდივიდიალურად განიხილება  ფაქტი, თუ თქვენ გაქვთ ცოცხალი , შედეგის მომცემი კონტაქტები მედიცინის სფეროში
  • ინდივიდიალურად განიხილება  ფაქტი, თუკი თქვენ მუშაობთ ჩვენთვის საინტერესო ადგილზე (მაგ. კლინიკის პიარ–მენეჯერად, სამედიცინო წარმომადგენლად და ა.შ.) , ჩვენ შევეცდებით ვითანამშრომლოთ ინდივიდიალური კონტრაქტით
  • ანგარიში გაეწევა ფაქტს, თუკი თქვენ ხართ ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ პერსპექტიული .
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV თანდართული ფოტოსურათით გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზეgeonostalgia@gmail.com  . თხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « www.medgeo.net  მენეჯერი».

გამოყენებულ იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:
  • წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
  • სკაიპით გასაუბრება . (აუცილებელია გქონდეთ სკაიპი და მიკროფონი)
  • სამუშაოს შესახებ თქვენი ხედვებისა და გეგმების გაცნობა
  • გამოსაცდელი ანაზღაურებადი კონტრაქტი
ანაზღაურება: შეთანხმებით .

понедельник, 14 января 2013 г.

თირკმელკენჭოვანი დაავადება


თირკმელკენჭოვანი დაავადება

თირკმელკენჭოვანი დაავადება - დაკავშირებულია თირკმელებში, ზედა ფიალებსა და მენჯში კონკრემენტების წარმოქმნასთან, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს თირკმელებსა და საშარდე გზებში.
 თირკმელკენჭოვანი
თირკმელკენჭოვანი დაავადება - ეტიოლოგია, პათოგენეზი. კენჭების წარმოქმნის მექანიზმი თირკმელებში საკმარისად შესწავლილი არ არის. გარკვეულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად ამინომჟავებისა. შარდის კენჭების წარმოქმნის  მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფექციადა თირკმელების და საშარდე გზების უროდინამიკური ფუნქციის დარღვევები. ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოშლა შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპერპარათირეოზით, ზოგიერთი ენდოკრინოპათიით, ძვლების დაზიანებით, D ჰიპერვიტამინოზით, ტუტეებისა და კალციუმის მარილების ხანგრძლივი მიღებით, ანუ თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების ჭარბი გამოყოფით. Read the rest of this entry »

воскресенье, 13 января 2013 г.

რიჩის სინდრომი


ჰამენ–რიჩის სინდრომი

ჰამენ-რიჩის დაავადება - დიფუზური ინტერსტიციური პროგრესირებადი ფილტვისმიერიფიბროზი; გამოირჩევა პროცესის მხოლოდ ფილტვისმიერი ლოკალიზაციით, თერაპიის მცირე ეფექტურობით, ხშირი ლეტალობით. ითვლება საკმაოდ იშვიათ დაავადებად, მაგრამ მისი სიხშირე მატულობს.
ჰამენ-რიჩის დაავადება - ეტიოლოგია, პათოგენეზი. სავარაუდოდ აქვს ავტოიმუნური პათოგენეზი. ძირითადი პათომორფოლოგიური სუბსტრატია ალვეოლურ-კაპილარული ბლოკი, რომელიც იწვევს ფილტვების დიფუზური ფუნქციის დარღვევას. დამახასიათებელია ალვეოლური ძგიდეების სეროზულ-ფიბროზული გაჟღენთა, ალვეოლებში ფიბრინითა და მაკროფაგებით მდიდარი ექსუდატის დაგროვება, შემაერთებელი ქსოვილის გამოხატული ზრდა და მისი სკლეროზი, ჰიალინური მემბრანები ალვეოლებში; ფილტვები მკვრივია, მოწითალო-მურა ფერის, მორუხო ფერის ბადითა და ბულოზური ემფიზემის კერებით. Read the rest of this entry »

ფილტვის ტუბერკულოზი


სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზი - ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება დაზიანებული ქსოვილებში ანთების სპეციფიკური კერების წარმოქმნითა და ორგანიზმის გამოხატული ინტოქსიკაციით.
 ტუბერკულოზი
სასუნთქი ორგანოების ტუბერკულოზი - ეტიოლოგია. გამომწვევია ტუბერკულოზისმიკობაქტერია, უმთავრესად ადამიანის ტიპის. დასნებოვნების ძირითადი წყაროა დაავადებული ადამიანები ან შინაური ცხოველები. დასნებოვნება ხდება ჩვეულებრივ ავადმყოფის მიერ გამოყოფილი ნახველის უმცირესი წვეთების ჩასუნთქვისას აეროგენული გზით ჰაერთან ერთად, რომელიც შეიცავს ტუბერკულოზის მიკობაქტერიებს. გარდა ამისა, შესაძლებელია ინფექციის ორგანიზმში შეღწევა დაავადებული ცხოველის და ფრინველის რძის, ხორცის, კვერცხის გამოყენებით. ასეთ შემთხვევებში ფილტვებში მიკრობები აღწევენ ან ხახის ნუშურებიდან, ან ნაწლავიდან ლიმფური და სისხლმიმოქცევის გზით. Read the rest of this entry »

სარკოიდოზი


სარკოიდოზი

სარკოიდოზი (sarcoidosis) - უცნობი ეტიოლოგიის სისტემური დავადება, რომელიც ხასიათდება ქსოვილებში გრანულომების წარმოქმნით. გრანულომები ერთგვაროვანი, მრგვალი და მკაფიოდ შემოფარგლულია გარემომცველი ქსოვილებიდან. განსხვავებით ტუბერკულოზური ხორკლისაგან მათში არ არის კაზეოზური ნეკროზი. სარკოიდოზი გვხვდება უპირატესად ახალგაზრდა და საშუალო ასაკში, რამდენადმე უფრო ხშირად ქალებში. ზიანდება პრაქტიკულად ყველა ორგანო, უმთავრესად ლიმფური კვანძები, ფილტვები, ღვიძლი, ელენთა, იშვიათად თირკმელები, კანი, თვალები, ძვლები და სხვ. განსაკუთრებით ხშირია სასუნთქი ორგანოების დაზიანება. Read the rest of this entry »