четверг, 24 декабря 2020 г.

ჰიპოქსემია

 

ჰიპოქსემია

სიმპტომის აღწერა

ჰიპოქსემია ნიშნავს ჟანგბადის ნორმალურზე დაბალ შემცველობას სისხლში. ნორმალური ფუნქციონირებისთვის ორგანიზმს ჭირდება ჟანგბადის შესაბამისი დონე სისხლში და ქსოვილებში. როდესაც ჟანგბადის რაოდენობა გარკვეულ დონეს ჩამოცდება, გვაქვს ჰიპოქსემია, რასაც სუნთქვის უკმარისობა მოყვება.

ჰიპოქსიის დასადგენად ექიმი სისხლში ზომავს ჟანგბადის შემცველობას – ჟანგბადის რაოდენობას რომელიც ცირკულირებს არტერიებში. ჟანგბადის შემცველობის გაზომვა ხდება არტერიიდან აღებული სისხლის ანალიზის მიხედვით.

სისხლში ჟანგბადის შემცველობის მიახლოებითი დონის განსაზღვრა შესაძოა პულსოქსიმეტრით – პატარა მოწყობილობით რომელიც ემაგრება თითს. მიუხედავად იმისა, რომ პულსოქსიმეტრი ზოგადად სისხლში ჟანგბადის გაჯერებას განსაზღვრას, მას სისხლში ჟანგბადის შემცველობის დასადგენადაც იყენებენ. ნორმაში პულსოქსიმეტრი ჟანგბადის 95-100 %-იან გაჯერებას აჩვენებს. 90%-ზე დაბალი დონე ჰიპოქსემიად ითვლება.

გამომწვევი მიზეზი

ჰიპოქსემიის მიზეზები:

  1. დახშული სასუნთქე გზები
  2. ანემია
  3. მწვავე რესპირატორული დისტრესის სინდრომი
  4. ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ნარკოტიკები და ანესთესთეტიკები, რომლებიც თრგუნავენ სუნთქვის ცენტრს და ანელებენ სუნთქვას
  5. თანდაყოლილი გულის დაავადებები
  6. ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  7. ემფიზემა
  8. მაღალმთიან რაიონებში ცხოვრება
  9. ფილტვის ინტერსტიცული დაავადებები
  10. პნევმონია (ფილტვების ანთება)
  11. პნევმოთორაქსი
  12. ფილტვის შეშუპება
  13. ფილტვის ემბოლია
  14. ფილტვის ფიბროზი
  15. ძილის აპნეა
როდის მივმართოთ ექიმს

დარეკეთ 112-ში ან მოითხოვეთ სამედიცინო დახმარება თუ:

  • უცბად დაგეწყოთ სუნთქვის უკმარისობა და თქვენი სხეული ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს
  • დაგეწყოთ სუნთქვის მწვავე უკმარისობა რომელსაც თან ახლავს თავის ტკივილი, უძილობა, სითხის შეკავება ან ხველა სიმაღლეებზე (8,000ფუტის იგივე 2,400 მეტრის ზემოთ) – ეს ნიშნები მიუთითეს ფილტვის შეშუპებაზე, რაც შეიძლება სიცოცხლისთვის საშიში შეიძლება აღმოჩნდეს.

აუცილებლად დანიშნეთ შეხვედრა ექიმთან თუ:

  • თქვენ გეწყებათ სუნთქვის უკმარისობა მცირე დატვირთვის ან მოსვენების დროს.
  • თუ სუნთქვის უკმარისობა უარესდება ფიზიკურ დატვირთვასთან ერთად
  • თქვენ უცბად გეღვიძებათ სუნთქვის უკმარისობით და გაქვთ შეგრძნება რომ იგუდებით – ეს სიმპტომი შეიძლება ძილის დროს სუნთქვის უკმარისობაზე მიუთითებდეს

სუნთქვის ქრონიკულ უკმარისობასთან გასამკლავებლად სცადეთ:

  • შეწყვიტეთ მოწევა. თუ თქვენ დაგისვეს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ან რაიმე სხვა ფილტვის პათოლოგიის დიაგნოზი, პირველხარისხოვანია სიგარეტისთვის თავის დანებება.
  • შეეცადეთ თავიდან აირიდოთ პასიური მოწევა. პასიურმა მოწევამ შეიძლება გააუარესოს დაზიანებული ფილტვის მდგომარეობა
  • ივარჯიშეთ რეგულარულად. შესაძლოა რთულად გვეჩვენებოდეს ვარჯიში გაძნელებულ სუნთქვასთან ერთად, თუმცა ყოველდღიური ვარჯიში გააუმჯობესებს თქვენს სიძლეირეს და გამძლეობას.

Комментариев нет:

Отправить комментарий