თირკმელკენჭოვანი დაავადება
თირკმელკენჭოვანი დაავადება - დაკავშირებულია თირკმელებში, ზედა ფიალებსა და მენჯში კონკრემენტების წარმოქმნასთან, რაც იწვევს სხვადასხვა პათოლოგიურ ცვლილებებს თირკმელებსა და საშარდე გზებში.
თირკმელკენჭოვანი დაავადება - ეტიოლოგია, პათოგენეზი. კენჭების წარმოქმნის მექანიზმი თირკმელებში საკმარისად შესწავლილი არ არის. გარკვეულ როლს ასრულებს ნივთიერებათა ცვლის დარღვევები: ფოსფორ-კალციუმის, მჟაუნმჟავას, შარდმჟავას და იშვიათად ამინომჟავებისა. შარდის კენჭების წარმოქმნის მნიშვნელოვანი ფაქტორია ინფექციადა თირკმელების და საშარდე გზების უროდინამიკური ფუნქციის დარღვევები. ფოსფორ-კალციუმის ცვლის მოშლა შესაძლებელია განპირობებული იყოს ჰიპერპარათირეოზით, ზოგიერთი ენდოკრინოპათიით, ძვლების დაზიანებით, D ჰიპერვიტამინოზით, ტუტეებისა და კალციუმის მარილების ხანგრძლივი მიღებით, ანუ თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების ჭარბი გამოყოფით. Read the rest of this entry »
Комментариев нет:
Отправить комментарий