пятница, 1 января 2021 г.

ბიზნეს-გეგმის სტრუქტურის მომზადება 577 235 400

 

 ბიზნეს-გეგმის სტრუქტურა

 მიუხედავად იმისა, რომ განვითარებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, ბიზნეს-გეგმა თითქმის სტანდარტულ დონემდეა მიყვანილი, მაინც ყველა ქვეყანაში და ყველა პროექტის მიხედვით იგი ერთიანი ფორმით არ არის წარმოდგენილი. იგი იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ პროექტზე დგება იგი, როოგორია მისი დანიშნულება, რესურსებით უზრუნველყოფა და სხვა. მაგრამ, ძირითადში ბიზნეს-გეგმა უნდა მოიცავდეს ისეთ განყოფილებებს, მაჩვენებლებს, (საერთოდ ისეთი სტრუქტურა უნდა ჰქონდეს მას), რომ ნათელ წარმოდგენას იძლეოდეს განსახორციელებელი საქმის შინაარსზე, მისი განხორციელების ღონისძიებებზე. შესაძლო შეფერხებებზე, შედეგებზე და სხვა. დღეს ყველაზე მეტად გავრცელებულ მეთოდებად ითვლება «ЮННДО» (ევროპის გაერთიანება) და «ТАСУЗ» (ყოფილი სსრკ ქვეყნებისადმი ევროპის გაერთიანების ხელშეწყობის ქვეპროგრამა). ისინი პრინციპში ერთიმეორის მსგავსი მეთოდებია, მაგრამ განსხვავდებიან ერთიმეორისაგან მხოლოდ დეცენტრალიზაციის ხარისხით. პირველი მეთოდიკა უფრო «მკაცრია» და მოიცავს მთელ რიგ ფიქსირებულ ფორმებსა და მაჩვენებლებს, ხოლო მეორე – ბიზნეს-გეგმის წარდგენის ყველაზე თავისუფალი ფორმაა.

იმისათვის, რომ სრული წარმოდგენა ვიქონიოთ ბიზნეს-გეგმის სტრუქტურაზე ქვემოთ განვიხილოთ საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოყენებული ყველაზე რთული შემთხვევა, როდესაც კომპანიას განზრახული აქვს აწარმოოს ახალი პროდუქტი და ეძებს ფინანსირებას ან პარტნიორს თავისი პროექტისათვის.

ჩვეულებრივ, სრული ბიზნეს-გეგმა დიდი მოცულობისაა. მაგრამ უკანასკნელ წლებში, კერძოდ, მაღალ კონკურენციულ და სწრაფად მზარდ დარგებში სრული ბიზნეს- გეგმის ალტერნატივას წარმოადგენს მისი შეკუმშული ვარიანტი, რომელიც ინარჩუნებს, რა სრული გეგმის ძირითად ნიშნებს და მახასიათებლებს, მნიშვნელოვნად შემცირებულია (4-10 გვერდი, 40-50 გვერდის ნაცვლად).

პარტნიორის ან ინვესტორის ძებნის ეტაპზე გამოიყენება ბიზნეს-გეგმის მეტად შეკუმშული ვერსია, ხოლო შემდგომ დაინტერესების შემთხვევაში მას დაემატება სრული დოკუმენტი.

 

ჩვენ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განვიხილავთ ბიზნეს-გეგმის ყველაზე რთულ, ამასთან სრულ ვარიანტს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც იქნება თქმული მის შესახებ, მთლიანად ეხება, აგრეთვე, მის შეკუმშულ ვარიანტსაც.

ბიზნეს-გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ განყოფილებებს1: 1.              ბიზნეს-გეგმის მოკლე შინაარსი;

  1. დარგი, შესაქმნელი კომპანია და მისი პროდუქცია ან მომსახურება;
  2. ბაზრის გამოკვლევა და ანალიზი;
  3. საწარმოს ეკონომიკა;
  4. მარკეტინგის გეგმა;
  5. პროდუქციის ტექნიკურად დახვეწის (საბოლოოდ დამუშავების) გეგმა;
  6. წარმოების გეგმა;
  7. მმართველთა გუნდი;
  8. საწარმოს შექმნის საერთო განრიგი;
  9. რისკის შეფასება;
  10. საფინანსო გეგმა;
  11. წინადადებები ფინანსირების დონის შესახებ.

Комментариев нет:

Отправить комментарий