რევმატიზმი rheumatism

რევმატიზმირევმატიზმი – შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის უპირატესი დაზიანებით. ავადდებიან ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა ქალები,- 3-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.
რევმატიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მწვავე ფორმების დროს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია – А ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ავადმყოფებთან, რომელთაც აღენიშნებათ რევმოკარდიტის უწყვეტად მორეციდივე ფორმები, კავშირი სტრეპტოკოკთან ხშირად ვერ ვლინდება. ამგვარ შემთხვევებში გულის დაზიანებას, როგორც ჩანს აქვს სხვა წარმოშობა-ალერგიული, ინფექციურ-ტოქსიკური, ვირუსული. რევმატიზმის განვითარებაში არსებით როლს ასრულებენ იმუნური დარღვევები, თუმცა პათოგენეზის კონკრეტული ეტაპები გარკვეული არ არის. ვარაუდობენ, რომ მასენსიბილიზირებელმა აგენტებმა (სტრეპტოკოკივირუსი, არასპეციფიკური ანტიგენები და სხვ.) შესაძლოა გამოიწვიონ გულში იმუნური ანთება, შემდეგ კი მისი კომპონენტების ანტიგენური თვისებების ცვლილებები, მათი ავტოანტიგნებად გარდაქმნითა და ავტოიმუნური პროცესის განვითარებით. Read the rest of this entry »